ნავალნის საბანკო ანგარიშები გაუყინეს

რუსეთის ხელისუფლებამ პატიმრობაში მყოფ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ალექსეი ნავალნის საბანკო ანგარიშები გაუყინა, - ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება.

ოფიციალური ინფორმაციით, ანგარიშების გაყინვა ფულის გათეთრების ბრალდებით აღძრული საქმის ფარგლებში განხორციელდა, თუმცა ნავალნის თანაგუნდელები აცხადებენ, რომ ამით ხელისუფლება ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პოლიტიკური მოძრაობისთვის დარტყმის მიყენებას ცდილობს.

დღეს რუსმა გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ მათ ნავალნის ანტიკორუფციული ფონდისა და მასთან დაკავშირებული 100-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირის ანგარიში გაყინეს.

აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, დღესვე ნავალნის მიერ დაარსებულ „კორუფციასთან ბრძოლის ფონდში“ სამართალდამცავები ჩხრეკა ჩაატარეს. გამოძიება ნავალნის დაახლოებით მილიარდი რუბლის გათეთრებას ედავება.

ნავალნი რამდენიმე დღის წინ, რუსეთის საპროტესტო აქციის შესახებ კანონის დარღვევის გამო დააკავეს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp