უეფამ „დინამო“ დასაჯა

უეფას ეთიკისა და დისციპლინური კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ სანქციები დაეკისრა. კერძოდ, „დინამო“ როტერდამის „ფეიენოორდთან" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას თბილისში ცარიელ სტადიონზე ჩაატარებს. ამასთან, უეფამ "დინამო" 50 ათასი ევროთი დააჯარიმა.

უეფას ცნობით, სანქციების მიზეზი აზერბაიჯანული "გაბალასთან" მატჩისას „დინამოს“ გულშემატკივრების მხრიდან რასისტული შეძახილებია.

"დინამოს" უეფას გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მდინარაძე – აშშ–ის საელჩოს განცხადებაზე: "ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე პროცედურები მივიღეთ. ამაზეა ხაზგასმა"