გერმანიაში სრულიად ინოვაციური პროექტი წარმატებით გამოსცადეს

გერმანიაში პირველი ელექტრო მფრინავი ტაქსი გამოსცადეს. Lilium-ის მიერ შექმნილმა ლაინერმა ფრენა წარმატებით განახორციელა და როგორც სტარტაპის დამფუძნებელი დანიელ ვიგანდმი აცხადებს, მფრინავი ტაქსის გამოძახება 2025 წლამდე იქნება შესაძლებელი. 

წინასწარი მონაცემებით, 5- ადგილიანი ლაინერის ფასი სატრანსპორტო ტაქსების ღირებულებაზე მაღალი არ იქნება, ხოლო მისი დაჯავშნა–გამოძახება ინტერნეტ–აპლიკაციითაც იქნება შესაძლებელი. 

Lilium-ის დამფუძნებელი განმარტავს, რომ მფრინავი ტაქსი ელექტრონულია, ავტომობილზე ხუთჯერ სწრაფი გახლავთ, არ იწვევს შემაწუხებელ ხმაურს და რაც ნთავარია, გარემოს გამონაბოლქვით არ აბინძურებს. 

როგორც ცნობილია, ინვესტორებმა Lilium-ის ინოვაციურ პროექტში 100 მილიონი ევრო ჩადეს, კომპანიას 300 ადამიანი ჰყავს დასაქმებული და სამომავლოდ ბაზარზე გაფართოებას გეგმავს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ვის მოიაზრებს "ქართული ოცნების" ყოფილი კოალიციიდან პარტნიორებად ბოკერია