ქართული ენა მალე „მაიკროსოფტის“ ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებზე ინტეგრირდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებით, ქართული ენა მალე „მაიკროსოფტის“ ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებზე ინტეგრირდება.

„განათლების რეფორმის ფარგლებში, ჩვენი სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ტექნოლოგიების განვითარება და ხელოვნური ინტელექტის განათლების კომპონენტად შემოტანა. დღეისთვის, დიდი კომპანიები ქართულ ენისთვის „ჩაკეტილია“, სწორედ ამიტომ, ხელოვნური ინტელექტის პროექტის განვითარებისთვის დავიწყეთ აქტიური მუშაობა „მაიკროსოფტთან“. ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რათა რაც შეიძლება მალე, ქართული ენა ინტეგრირდეს „მაიკროსოფტის“ ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებზე. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, საქართველოში განათლების სისტემაში გამოვიყენოთ და დავნერგოთ ხელოვნური ინტელექტი, როგორც ერთ-ერთი ძლიერი და მნიშვნელოვანი პლატფორმა“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

განათლების სამინისტროს ცნობით, ქართული ენის „მაიკროსოფტის“ ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებზე ინტეგრირება სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების მეტად დანერგვას შეუწყობს ხელს და ქართველ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის საჭირო ცოდნით უზრუნველყოფს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მდინარაძე – აშშ–ის საელჩოს განცხადებაზე: "ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე პროცედურები მივიღეთ. ამაზეა ხაზგასმა"