რუსეთმა თეთრი ზღვის ნაწილი გადაკეტა

რუსეთში, არხანგელსკის მხარეში მდებარე სამხედრო ნაწილში, ბალისტიკური რაკეტების გამოსაცდელ პოლიგონზე მომხდარი აფეთქების გამო რუსეთმა თეთრი ზღვის ნაწილი გადაკეტა.

რუსული მედიის ცნობით, თეთრ ზღვაში დვინის ყურის მიმდებარე ტერიტორია ერთი თვით გადაიკეტა.

ცნობისთვის: ბალისტიკური რაკეტების გამოსაცდელ პოლიგონზე, რომელზეც ატომური წყალქვეშა ნავებისთვის ბალისტიკური რაკეტების გამოცდები ტარდება,  აფეთქება გუშინ მოხდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ „რეაქტიული დანადგარის გამოცდისას პოლიგონზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა“. 

ამასთან, როგორც უწყება ირწმუნება, ინციდენტის რაიონში რადიაციული ვითარება „ნორმალურად ფასდება“. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp