ლგბტქ თემი საზოგადოებას მიმართავს (ვიდეო)

თბილისი პრაიდმა ფეისბუქ გვერდზე ლგბტქ თემის წარმომადგენლების ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა სათაურით: “მოგვისმინეთ. თქვენთვის სათქმელი გვაქვს!“ მიმართვის მონაწილეები მათ პრობლემებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ დამალვას და გაქცევას არ აპირებენ.

ვიდეომიმართვის მონაწილეები საკუთარ პრობლემებზე საუბრობენ: 

“ჩვენზე ძალადობენ ოჯახში, სკოლაში, ქუჩასა და სამსახურში. გვივარდებიან სახლებში, გვაგდებენ ოჯახებიდან, ჩვენ გვკლავენ, გვდევნიან, მაგრამ არ ვგინდა გაქცევა. ჩვენ გვინდა ღირსეული ცხოვრება. ჩვენ გვაწუხებს ქვეყანაში არსებული სიღარიბე, უმუშევრობა, ოკუპაცია, სოციალური უთანასწორობა. ჩვენ გვიყენებენ ამ და სხვა სოციალური პრობლემების გადასაფარად. საჯარო სივრცე გვეკუთვნის ჩვენც და არ დავთმობთ მას. ჩვენი ყოფა არ შემოიფარგლება იმით, რომ სახლში რაც გვინდა ის ვაკეთოთ, ის მოიცავს თავისუფლებას, რომ ვიყოთ საჯარო, ვიყოთ ისინი, ვინც ვართ. ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ მშვიდობიან, არაძალადობრივ, შემდგარ საზოგადოებაში, რომელშიც ყველა დაცულია. ჩვენ ვებრძვით უსამართლობას. ყველა ჩაგრული ადამიანის თუ ჯგუფის მიმართ ვართ სოლიდარულები. ჩვენ არ ვაპირებთ დამალვას. ასე ცხოვრება გაუსაძლისია. ჩვენ ვიბრძვით ღირსებისთვის. ჩვენ არ ვართ ცოტა. ჩვენ ვიცავთ და ვაშენებთ ქვეყანას. ვზურნავთ გარემოზე. ვმსახურობთ და ვიხდით გადასახადებს. ჩვენ ვართ თქვენი შვილები, დები, მშობლები, ძმები, ნათესავები, მეგობრები, თანამშრომლები და მეზობლები. ჩვენ ვართ თქვენ“.

17 მაისს მსოფლიო ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს,თუმცა საქართველოში ჩაგვრას აქციით არ გააპროტესტებენ. თბილისში ამ დღეს მსვლელობას მხოლოდ ოჯახის სიწმინდის დღეს მიუძღვნიან – 17 მაისს დედაქალაქში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელიც საღამოს სამების ეზოში დავითიანის კონცერტით დასრულდება.



ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp