აუდიტის სამსახური – წელს საჯარო მოხელეების ხელფასებზე, პრემიებსა და დანამატებზე 735.3 მლნ ლარი დაიხარჯა, რაც 47.5 მლნ ლარით მეტია შარშანდელ მაჩვენებლზე

2019 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში საჯარო მოხელეების ხელფასებზე, პრემიებსა და დანამატებზე 735.3 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც 47.5 მლნ ლარით მეტია შარშანდელ (საანგარიშო პერიოდში) მაჩვენებლზე. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქვეყნებს. 

აუდიტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის ორ კვარტალში თანამდებობის პირთა ხელფასებში 507 მილიონი ლარი დაიხარჯა, დანამატის ხარჯმა 106.4 მილიონი ლარი, პრემიის ხარჯმა კი 2.9 მილიონი ლარი შეადგინა. რაც შეეხება შტატგარეშე შრომის ანაზღაურებას, ამაში 111.2 მილიონი ლარი დაიხარჯა.

გარდა ამისა, 2019 წლის 6 თვის განმავლობაში საჯარო მოხელეებმა სამივლინებო ხარჯების დასაფარად 40.7 მილიონი ლარი დახარჯეს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ერდოღანისა და პენსის შეხვედრა დასრულდა