"ივანიშვილო, ხომ გაგაფარჩაკე 7 წელი, ახლა ბოლომდე მივიყვან და ზუსტად მე ჩავიბარებ შენს კაპიტულაციას"

ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გენპროკურატურის მიერ მისთვის ბრალის წაყენების საკითხს ეხმიანება და მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.  

“აი მთლად ასეთ სამარცხვინობას ნამდვილად არ ველოდი. ვალის ხელშეკრულება მაქვს ინტერმედიასთან და ნატურით გადამიხადეს. სახლი გავყიდე და იქიდან აღებული ფული ვასესხე ინტერმედიას, ხელფასები რომ გაგვესტუმრებინა. ყველა დოკუმენტია ინტერმედიაში და ამოღებულია ეგ დოკუმენტები პროკურატურის მიერ. დაკითხვაზე მაინც გეკითხათ რამე ამ საკითხზე. თუ ბრალის საფუძველი იყო, საერთოდ როგორ არ გიხსენებიათ?

ღიად და დაუფარავად: კურუფცია ის თემაა, რომელთან შედარებით, უმძიმესი დანაშაულები მემსუბუქება. ესაა ჩემი წითელი ხაზი და უკვე მეორეჯერ გადაკვეთა ივანიშვილმა. 

ხოდა, ახლა ჩემს პასუხს დაელოდეთ. დედას მო……. ბიძინა ივანიშვილი, ხო გაგაფარჩაკე 7 წელი, ახლა ბოლომდე მივიყვან და ზუსტად მე ჩავიბარებ შენ კაპიტულაციას. პირადად. გპირდები”, წერს გვარამია სოციალურ ქსელში. 

ცნობისთვის: გენპროკურატურამ გვარამიას "რუსთავი 2"–ის საქმეზე ბრალი წაუყენაგვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ. 


Facebook Twitter Email Viber WhatsApp