იტალია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ზღვარზეა

იტალია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ზღვარზეა. ქვეყნის ვიცე-პრემიერ მატეო სალვინის თქმით, მმართველ კოალიციაში არსებული უთანხმოებები იმდენად გამწვავდა, რომ მინისტრთა კაბინეტის უმრავლესობის მხარდაჭერა აღარ აქვს, შესაბამისად, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა გარდაუვალი ხდება.

მატეო სალვინიმ, რომელიც კოალიციაში შემავალი პარტიის ლიდერია, პოლიტიკური კრიზისი პრემიერ მინისტრთან შეხვედრაზე განიხილა. ორ პარტიას შორის უთანხმოების მიზეზი ტურინი-ლიონის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტი გახდა. სამოქალაქო პროტესტის შემდეგ პროექტს კენჭი პარლამენტმა უყარა. სალვინის პარტიამ რკინიგზის გაყვანას მხარი დაუჭირა, პრემიერის პარტია კი წინააღმდეგ წავიდა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp