სტრონსკი TBC-ს საქმეზე: „ფულის გათეთრება სერიოზული ბრალდებაა, ვიმედოვნებ, დამოუკიდებელი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული გამოძიება ჩატარდება“

აშშ–ის პრეზიდენტის ექს–მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ყოფილი მთავრი სპეციალისტიკარნეგის ფონდის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამების უფროსი სპეციალისტი პოლ სტრონსკი იმედოვნებს, რომ TBC ბანკის საქმეზე საქართველოს პროკურატურა  დამოუკიდებელ, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ გამოძიებას ატარებს.

როგორც „აქცენტს“ სტრონსკიმ განუცხადა, „ფულის გათეთრება სერიოზული ბრალდებაა, რაც ზიანს აყენებს საქართველოს იმიჯსა და საინვესტიციო გარემოს“.

“ვიმედოვნებ, საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურები შეძლებენ, დაადგინონ ჭეშმარიტება ამ ამბის ირგვლივ. ფულის გათეთრება სერიოზული ბრალდებაა და უნდა წარიმართოს ფრთხილი და დამოუკიდებელი გამოძიება.  TBC ქვეყნაში მთავარი ბანკია და ბრალდებებს არა მარტო ანაკლიის პორტისთვის აქვს გავლენა, არამედ იმ რიგითი ქართველებისთვის, რომლებიც ამ ბანკით სარგებლობენ.  ასე რომ, ამ საქმის შედეგები უფრო ფართოა, ვიდრე ანაკლია, იქნება ეს ბანკის წინააღმდეგ საქართველოში განხორციელებული შიდა პოლიტიკური მანევრები, თუ პორტის მშენებლობის ხელისშეშლისკენ მიმართული შესაძლო რუსული ჩარევა. აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებ,  ამ მუხლების გასამყარებლად  პროკურატურის მიერ გამოყენებული მტკიცებულებები ძლიერია და პროკურორები დამოუკიდებელ, მტკიცებულებაზე დაფუძნებულ გამოძიებას ატარებენ.  ფულის გათეთრების მტკიცებულება ქართული ბანკის წინააღმდეგ, ზიანს აყენებს საქართველოს იმიჯს და მის საინვესტიციო გარემოს. ასე რომ, ვიმედოვნებ, საქმეში ჩახედული ადამიანები ჭეშმარიტების დასადგენად თავიანთ საქმეს დიდი სიფრთხილით ეკიდებიან", – განაცხადა სტრონსკიმ.

სტრონსკიმ TBC ბანკის ერთ–ერთი პროექტის – ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ანაკლიის პორტი საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიკაციისთვის მნიშვნელვანია“.

„მისი მშენებლობა მნიშვნელოვანია, რათა ქვეყანას საერთაშორისო ვაჭრობისა და გადაზიდვების კუთხით უფრო მჭიდრო კავშირები ჰქონდეს. ამ კონტექსტში მინდა, აღვნიშნო  ჩინეთის ინიციატივა „ერთი სარტყელი–ერთი გზა. ამ პროექტის განხორციელება გააუმჯობესებს საქართველოს პერსპექტივას, გახდეს რეგიონული სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ცენტრი და დამატებით მოიზიდოს ინვესტორები, რომელთაც სურთ კავშირების დამყარება კასპიის ზღვის რეგიონიდან და ცენტრალური აზიიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით და შავი ზღვიდან სპარსეთის ყურისაკენ. გარდა ამისა, ამ პროექტს აქვთ პოტენციალი, მოიზიდოს უფრო მეტი ჩინური ინვესტიცია.  აშშ–ის გარდა, საქართველომ უნდა იმუშავოს სხვა ქვეყნებთანაც, რომელთაც შეუძლიათ, გაზარდონ ქვეყნის უსაფრთხოება ნატო-სა და აშშ-სთან ერთად. სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების გაღრმავება ჩინეთთან და ყურის ქვეყნებთან, სულ მცირე, ფასს დაუწესებდა რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ შესაძლო აგრესიის შემთხვევაში, რადგან  ეკონომიკური თვალსაზრისით რუსეთი ძალიან დამოკიდებულია ჩინეთზე და ნაკლებად დამოკიდებული – ყურის ქვეყნებზე.  ამგვარად, ეკონომიკას შეუძლია, დაეხმაროს უსაფრთხოებას. ვფიქრობ, საქართველოს გრძელვადიანი უსაფრთხოება ამ ყველა ასპექტს აერთიანებს“ – განუცხადა "აქცენტს" ექსპერტმა.

ცნობისთვის: 13 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) ქვეყნის ყველაზე დიდი საფინანსო ინსტიტუტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ბანკის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით იურიდიული უფლებები გაეყინათ. ამავდროულად, სებ–ი მომდევნო 2 თვის ვადაში მათ გადაყენებას ითხოვს. ბანკი ამ მოთხოვნას არ ეთანხმება და საკუთარი უფლებების სასამართლოს გზით დაცვას გეგმავს. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ვის მოიაზრებს "ქართული ოცნების" ყოფილი კოალიციიდან პარტნიორებად ბოკერია