ირანი ისრაელს ჰორმუზის სრუტეში რაიმე მისიაში ჩართვასთან დაკავშირებით აფრთხილებს

ირანი ისრაელს ჰორმუზის სრუტეში რაიმე მისიაში ჩართვასთან დაკავშირებით აფრთხილებს.

„სპარსეთის ყურეში რაიმე მისიაში ისრაელის ჩართვა ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს და ირანის ისლამურ სახელმწიფოს უფლება აქვს წინ აღუდგეს ამ საფრთხეს“, – ნათქვამია ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ებრაული მედიის ინფორმაციით, ისრაელი ჰორმუზის სრუტეში აშშ–ის მიერ დაანონსებულ მისიაში ჩართვას გეგმავს. თუმცა ისრაელის ოფიციალური პირები აღნიშნულ ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.

შეგახსენებთ, რომ შეერთებული შტატები ჰორმუზის სრუტეში პატრულირებისთვის საერთაშირისო კოალიციის შექმნას გეგმავს. ვაშინგტონის ინიციატივას მხარს უჭერენ  დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. გერმანიამ კი ჰორმუზის სრუტეში დაგეგმილ საზღვაო მისიაში ჩართვის ალბათობა გამორიცხა.

რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთისა და გიბრალტარის ხელისუფლებამ ირანული ტანკერი დააკავა, რომელსაც სირიაში ნავთობი გადაჰქონდა. ტანკერი სირიისათვის დაწესებული სანქციების დარღვევის ბრალდებით დააკავეს. ირანი დაკავებული ნავთობტანკერის გათავისუფლებას დღემდე ითხოვს. აღნიშნულის საპასუხოდ ირანის რევოლუციური გვარდიის წევრებმა ბრიტანული ნავთობტანკერი Stena Impero 19 ივლისს დააკავეს. ირანი დაკავებული ტანკერისა და მის ბორტზე მყოფი ეკიპაჟის წევრების გათავისუფლებას ჯერ–ჯერობით არ აპირებს. Stena Impero ამჟამად ირანის ბანდარ აბასის პორტში იმყოფება.  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პუტინმა ომების დროს მოსახლეობის უფლებების შესახებ საერთაშორისო პროტოკოლიდან გასვლის ინიცირება მოახდინა