"არ მგონია, გვარამია შეთქმულების მსხვერპლი იყოს"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი გენპროკურატურის მიერ ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის ყოფილი გენდიროქტორ ნიკა გვარამიასათვის ბრალის წარდგენას ეხმიანება და მიიჩნევს, რომ  "გვარამია შეთქმულების მსხვერპლი არ არის".  

“არ მინდა, სპეკულაციებში შევიდე და არც ის მგონია, რომ რაღაც განსაკუთრებული ხდება. თუ ადამიანს აქვს დანაშაული, შეიძლება ამაზე პასუხი აგებინოს. პროკურატურა თუ არასწორად იძიებს საქმეს ან არასწორი დასკვნა დადო, ამას სასამართლო დაადგენს. ამიტომ, მე არ მგონია, რომ განსაკუთრებული მსხვერპლი იყოს ნიკა გვარამია რაღაც შეთქმულების. არ მგონია, რომ კონსპირაციასთან გვქონდეს საქმე, მიზანმიმართულ ვიღაცის მიმართ დევნასთან. ეს არის ჩვეულებრივი საგამოძიებო პროცესი. თუ გამოვლინდა დანაშაული, არავინ არ არის დანაშაულის შემთხვევაში დაცული, მათ შორის არც მე. არის თუ არა დამნაშავე, ამას სასამართლო დაადგენს. მანამდე არის ეჭვმიტანილი”, – განაცხადა ცქიტიშვილმა. 

ცნობისთვის: გენპროკურატურამ გვარამიას "რუსთავი 2"–ის საქმეზე ბრალი წაუყენა. გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp