ციხელაშვილი რუსეთის საგარეო უწყებას პასუხობს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აგვისტოს ომთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებას ეხმიანება, და აცხადებს, რომ "კეთილმეზობლური ურთიერთობა და პატივისცემა გვესმის როგორც მეზობლების სუვერენიტეტისა და თავისუფლების პატივისცემა და რა თქმა უნდა, მომავალშიც საბაზისოდ ამ  პრინციპს განვიხილავთ.

„ჩვენ ეს პროცესი ცალსახად მშვიდობიანად წარმოგვიდგენია. საქართველოს მხრიდან არც ერთი ნაბიჯი არ იდგმება ვინმეს გასაღიზიანებლად. ჩვენ, როგორც ქვეყანა, როგორც სახელმწიფო, საზოგადოება, არავის წინააღმდეგ არ ვართ, არც რუსეთის, ცხადია. თითოეული მისწრაფება საზოგადოების არჩევანია და გზა იმისკენ, რომ ჩვენი თავისუფლება და სუვერენიტეტი უზრუნველვყოთ. სულ ესაა. ვფიქრობ, რომ ეს კარგად უნდა იქნას გაცნობიერებული. კიდევ ერთხელ მინდა იმის ხაზგასმა, რომ კეთილმეზობლური ურთიერთობა და პატივისცემა გვესმის როგორც მეზობლების სუვერენიტეტისა და თავისუფლების პატივისცემა და, რა თქმა უნდა, მომავალშიც საბაზისოდ ამ  პრინციპს განვიხილავთ.

რაც შეეხება ქართულ-ოსურ და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს, აქ არა მხოლოდ მზაობა და შეთავაზებები გვაქვს საუბრისა, ცხადია აპოლიტიკურად, არამედ კონკრეტული სფეროები, რის გარშემოც შეიძლება წარიმართოს ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური დიალოგი. ამ მიმართულებით მუშაობას ჩვენ მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ. მთავარია, ამას ხელი არ შეეშალოს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ცნობისთვის: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომს ტრადიციულად პროპაგანდისტული გზავნილით გამოეხმაურა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ავღანეთში, მეჩეთში აფეთქებას 62 ადამიანი ემსხვერპლა