გვარამია პროკურატურაში ბრალდების დადგენილების მისაღებად მივიდა: "მოგესალმებით დიქტატურაში!"

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პროკურატურაში ბრალდების დაგდენილების მისაღებად მივიდა. ჯერ–ჯერობით უცნობია, აღკვეთის ღონისძიების რა სახეს მოითხოვს ბრალდების მხარე. 

"მოგესალმებით დიქტატურაში!სტრასბურგის სასამართლოს სამარცხვინო გადაწყვეტილება გახდა საქართველოში დიქტატურის პანდორას ყუთის გახსნა, ამ გადაწყვეტილებამ ეს გააკეთა. ამის შემდეგ საქართველოში ბოლომდე ფრთები აქვს გაშლილი დიქტატურას და დღეს უბრალოდ ერთ-ერთი სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა აქეთკენ", – განაცხადა გვარამიამ.

ცნობისთვის: გენპროკურატურამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის ყოფილ გენდირექტორ ნიკა გვარამიას "რუსთავი 2"–ის საქმეზე ბრალი წაუყენა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ. მოგვიანებით ნიკა გვარამია საგამოძიებო უწყების განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "ივანიშვილის კაპიტულაციას ჩაიბარებდა". 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp