"ჩემს არხს "მთავარი არხი" ერქმევა, ივანიშვილის "რუსთავი 2"–ს გავანადგურებ"

"რუსთავი 2"–ის ყოფილი გენდრექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, მის მიერ დაფუძნებული არხის სახელმწოდება "მთავარი არხი" ირქნება. ამის შესახებ მან პარლამენტთან ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორების მიერ ორგანიზებულ განაცემაში განაცხადა. 

მისი თქმით, არხი ამ დროისთვის მისი დაფუძნებულია, თუმცა "შელენ ინვესტორებიც".

რაც შეეხება "რუსთავი 2"–ს, გვარამიას თმით, მას კონკურენტად არ განიხილავს.  

"ბიძინა ივანიშვილის "რუსთავი 2"–ს გავანადგურებ",– დასძინა გვარამიამ.

მისივე თქმით, არხი ნებისმიერ შემთხვევაში გავა ეთერში, მისცემენ თუ არა ლიცენზიას. 

ცნობისთვის: გენპროკურატურამ გვარამიას "რუსთავი 2"–ის საქმეზე ბრალი წაუყენა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ. ბრალი 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გვარამია პროკურორის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს, რადგან როგორც თავად განაცხადა, პროკურორის მიერ დღეს საგანგებო ბრიფინგზე გაჟღერებული თემები ბრალის დადგენილებაში არ ფიგურირებს და პროკურორმა "უბრალოდ იჭორავა". თავად ბრალდებას პოლიტიკურად მოტოვირებულად აფასებს.

"ივანიშვილმა ჩემი საჯარო მკვლელობა გადაწყვიტა, როდესაც ბრალი კორუფციაში დამდო...მის კაპიტულაციას ჩავიბარებ მე",– განაცხადა გვარამიამ.

გვარამია აცხადებს, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს ან შინაპატიმრობის გამოყენებას არ დასთანხმდება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp