რუსეთში ახალი აფეთქებებია, დაშავდა 8 ადამიანი

რვა ადამიანი დაშავდა  რუსეთში, აჩინსკის საბრძოლო მასალის საწყობზე მომხდარი ახალი აფეთქებების შედეგად, - იუწყება რუსული “ТАСС”  აჩინსკის რაიონული საავადმყოფოდან მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. 

აღსანიშნავია, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამ დროს მხოლოდ ერთი დაშავებულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

როგორც სამინისტროში ირწმუნებიან, ახალი აფეთქებების მიზეზად მეხი იქცა, რომელიც ერთ-ერთ ყუმბარას დაეცა.

კრასნოიარსკის მხარის გუბერნატორის პრეს-სამსახურმა კი გაავრცელა განსხვავებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ახალი აფეთქებები განაღმვითი სამუშაოების წარმოებისას მოხდა.

აჩინსკის რაიონული ადმინისტრაცია აცხადებს, რომ განხორციელდება ევაკუაცია და ხუთი ავტობუსით მოსახლეობას დროებით ახლომდებარე დასახლებულ პუნქტ მალინოვკაში გადაიყვანენ.

ცნობისთვის: ამავე ბაზაზე, საარტილერიო საბრძოლო მასალის ტვია–წამლის საწყობში 5 აგვისტოსაც მოხდა აფეთქება. ინციდენტის შედეგად მაშინ ორი პირი დაშავდა. 

იხილეთ ასევე: მძლავრდება ეჭვები, რომ 8 აგვისტოს რუსეთში ბირთვული კატასტროფა მოხდა

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პუტინმა ომების დროს მოსახლეობის უფლებების შესახებ საერთაშორისო პროტოკოლიდან გასვლის ინიცირება მოახდინა