თბილისის ქუჩები, რომლებსაც 10 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

დღეს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. "თელასი" ამის მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს. 

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინოშვილის, კონსტიტუციის, გროზნოს, თეთნულდის, როსტოვის, კიკვიძის, პალიასტომის, ნორიოს და ქინქლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 VI და IX კვარტლების, კახეთის გზატკეცილის, რკინიგზის ჩიხის, ჯავახეთის, იუმაშევის, გრიგოლ ლორთქიფანიძის (ნაწილობრივ) და მამისაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, სააკაძის, ჭიჭინაძის და ბენდელიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ნოსტეს, უიარაღოს, ბიჩინაშვილის, კელაპტრიშვილის, მესხის, ურიდიას, ძმობის, კახიანის, წრომის, ხუდადოვის და ანაპის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის, გლდანის მასივის II, IV მიკრორაიონების, ქერჩის, მამკოდის, ტაბიძის, გაგარინის, მორეტის, გობრონიძის, ილორის და შენგელიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, წყნეთის ხევის, ყიფშიძის და გაბაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ზუგდიდის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, სოხუმის და თევდორე მღვდლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ზიჩის, კოტეტიშვილის, გალის, ბესიკის, ჟორდანიას, ცხემის, გრიბოედოვის, შევჩენკოს, ძმები ზუბალაშვილების, აბაკელიას და ირაკლი აბაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯიქიას ქუჩის მიმდებარე ფერდობის, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), შალვა ნუცუბიძის და ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის და აღნიშნავს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp