პროკურატურა გვარამიასთვის გირაოს შეფარდებას ითხოვს – სასამართლო საკითხზე დღეს იმსჯელებს

გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს „რუსთავი 2“ -ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მიმართა.

პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, რა სახის აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას მოითხოვს უწყება, თუმცა როგორც თავად ნიკა გვარამია წერს სოციალურ ქსელი, სახელმწიფო ბრალდება გირაოს სახით 80.000 ლარის შეფარდებას ითხოვს. 

სხდომა საქალაქო სასამართლოში 20:00 საათზეა ჩანიშნული. საკითხს მოსამართლე გიორგი კერეტაშვილი განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი2“ - ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 9 აგვისტოს წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, „გამოტანილია დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ, საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“.

გვარამიამ გუშინ განაცხადა, რომ გირაოს და შინაპატიმრობას არ დასთანხმდება. "ან თავსიუფლება, ან პატიმრობა",– განაცხადა გვარამიამ და დასძინა, რომ კორუფციის ბრალდება მისთვის კატეგორიულად მიუღებელია და ამ ბრძოლაში უკომპრომისო იქნება. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბარსელონაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები გრძელდება (LIVE)