პროკურატურა გვარამიასთვის გირაოს სახით 80 000 ლარის შეფარდებას და დამატებითი ღონისძიების დაწესებას ითხოვს

გენერალური პროკურატურა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორისთვის  ნიკა გვარამიასთვის გირაოს სახით 80 000 ლარის შეფარდებას და დამატებითი ღონისძიების დაწესებას მოითხოვს. კერძოდ, საგამოძიებო უწყება მოითხოვს, რომ გვარამიას აეკრძალოს ქვეყნის დატოვება.

ამის შესახებ პროკურორმა ზვიად გუბელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით დღეს მიმართა. სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 20 სთ–ზე ჩაინიშნა.

ცნობისთვის: 9 აგვისტოს გენპროკურატურამ გვარამიას "რუსთავი 2"–ის საქმეზე ბრალი წაუყენა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ. 

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით დაემორჩილება ან მხოლოდ პატიმრობას, ან თავისუფლებას.  

"არ გადავიხდი არანაირ გირაოს, მაღალს უბრალოდ - ვერ და დაბალს - არა! არანირი შინა პატიმრობა, პირდაპირ გიცხადებთ, ყველა თქვენს აღკვეთის ღონისძიებაზე გეუბნებით, არ დავემორჩილები, დავარღვევ ყველაფერს, ვერც ეჟვანს შემაბამთ, ვერც სახლში დამაბამთ, არც გირაოს გადავიხდი. ან პატიმრობა, ან თავისუფლება სხვა არჩევანს არ გაძლევთ!“, – აცხადებს გვარამია.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბარსელონაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები გრძელდება (LIVE)