"ჩემი უდანაშაულობის გამო, მე დღეს მოვითხოვ, დავრჩე აღკვეთის ღონისძიების გარეშე"

„ჩემი უდანაშაულობის გამო, მე დღე მოვითხოვ, დავრჩე აღკვეთის ღონისძიების გარეშე“, - ეს განცხადება "რუსთავი 2"-ის ყოფილმა გენდირექტორმა ნიკა გვარამიამ საქალაქო სასამართლოსთან გააკეთა.

„რაც არ უნდა მოითხოვონ, მე გირაოს გადამხდელი არ ვარ, ძალიან მაინტერესებს, მოსამართლე როგორ შემიფარდებს გირაოს, იმ ბრალდებულს, რომელიც ამბობს წინასწარ, რომ ის არ გადაიხდის გირაოს. მოსამართლესაც არ აქვს თეორიულად, ამის უფლება, მაგრამ ვნახოთ... ქვეყნიდან გასვლის მოთხოვნაზე შემოტანილი განცხადება არის კიდევ ერთი დარტყმა ჩემი ახალი მედიის მომავალზე იმიტომ, რომ ქვეყნით გარეთ ცხოვრობენ ინვესტორები, ვინც ამ მედიაში უნდა იყვნენ პარტიონები, მაგალითად, ზაზა ოქუაშვილს ვერ შევხვდები ამ ქვეყანაში, იციან ჩემი ვოიაჟები იგივე უკრაინაში, იგივე ლონდონში და ზუსტად ამას ემსახურება ეს ყველაფერი“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისი თქმით, საკმარისი მტკიცებულება აქვს, რომ საქმე შეკერილია.

„საერთოდ, რატომ შემოიტანა გირაო, ეს არავინ არ იცის, როდესაც ბრალდებული ამბობს, რომ ის არ გადაიხდის გირაოს, პროკურატურა ვალდებულია, თუ მას სჭირდება აღკვეთის ღონისძიება, ისეთი აღკვეთის ღონისძიება შემოიტანოს, რომელიც უზრუნველყოფს მის მიზნებს, ამ შემთხვევაში ეს იყო ერთადერთი - პატიმრობა... ბიძინა ივანიშვილის დამარცხებების სერია დაიწყო და ეს დამარცხებები დამთავრდება იმით, რომ კაპიტულაციას ის ჩამაბარებს მე“, - განაცხადა გვარამიამ და კიდევ ერთხელ დასძინა, რომ იგი გირაოს არ გადაიხდის.

ცნობისთვის: 9 აგვისტოს გენპროკურატურამ გვარამიას "რუსთავი 2"–ის საქმეზე ბრალი წაუყენა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ. 

პროკურატურა ნიკა გვარამიას მიმართ 80 000-ლარიან გირაოს და უწყების გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვების აკრძალვას მოითხოვს. ამ წუთებში საქალაქო სასამართლო სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბარსელონაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები გრძელდება (LIVE)