გვარამიას გირაო შეეფარდა და ქვეყნის დატოვება აეკრძალა

მოსამართლემ "რუსთავი 2"–ის ყოფილ გენდირექტორ ნიკა გვარამიას 40 000 ლარიანი გირაო შეუფარდა და ქვეყნის დატოვება აუკრძალა. 80 000 გირაოს გადახდას ითხოვდა პროკურატურა. მოსამართლის მიერ განსაზღვრული თანხა გვარამიამ ერთი თვის განმავლობაში უნდა გადაიხადოს.  

გვარამია მის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. ის აცხადებდა, რომ გირაოს შეფარდების შემთხვევაში გირაოს პირობებს დაარღვევს. იგივე გაიმეორა მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგაც. 

"თუ დაჭერა უნდათ, დამიჭირონ. კორუფციასთან დაკავშირებით ბრალდებას არ მივიღებ და არ მოვაწერ ხელს ამ ბრალდებას. მე ვარ წესიერი, თავსიუფალი ადამიანი და ასეთად ვრჩები გირაოს პირობებშიც, რომელსაც არ გადავიხდი...ამ საშინელი სასამარტლოსთვისაც კი საშიელი სირცხვილია",– განაცხადა გვარამიამ.  

მსგავს შემთხვევაში პროკურატურა სასამართლოს სავარაუდოდ, უფრო მკაცრი ღონისძიების, ანუ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს. ბრალდების მხარის განმარტებით, არსებობს საფრთხე, გვარამიამ ზემოქმედება მოახდინოს მოწმეებზე. ეს არგუმენტი გაუგებარი დარჩა დაცვის მხარისთვის. კერძოდ, გირაოს პირობებში პირი საპატიმროს გარეთ, ანუ თავსიუფლებაში რჩება, შესაბამისად, ბრალდებულისა და ადვოკატისთვის გაუგებარია, როგორ უზრუნველყოფს გირაო მოწმეების სავარაუდო ზემოქმედებისგან დაცვას. 

გვარამია თვლის, რომ გასაჩივრებას აზრი არ აქვს, თუმცა აპელაციის წესით გაასაჩივრებს, ვინაიდან საქმეს ადამიანის უფლებათა სასამარლოსთვის მოამზადებს. 

საკითხზე სასამართლოში მსჯელობა 10 აგვისტოს 20:00 საათიდან დაიწყო და დაახლოებით, 11 აგვისტოს 01:00 საათისთვის დასრულდა. 

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი2“ - ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 9 აგვისტოს წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, „გამოტანილია დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ, საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბიძინა ივანიშვილს 13–წუთიანი გამოსვლა ტაშით 33-ჯერ შეაწყვეტინეს