რა ხდება გირაოს პირობების დარღვევის შემთხვევაში

სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და "რუსთავი 2"–ის ყოფილ გენდირექტორ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახედ 80 000 ლარის ნაცვლად 40 000 ლარიანი გირაო შეუფარდა, რომელიც გვარამიამ, როგორც მოსამართლემ აღნიშნა, ერთი თვის განმავლობაში უნდა გადაიხადოს. გავარმია სასამართლოში შესვლამდე, სასამართლო დარბაზშიც და უკვე მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგაც აცხადებდა, რომ გირაოს პირობების დაცვას არ აპირებს, ანუ თანხას არ გადაიხდის. ამ საკითხზე მოსამართემ გადაწყვეტილების მიღებისას გაამახვილა ყურადღება და აღნინა, რომ ბრალდებულის ნებაა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ამასთან, მან მიუთითა, რომ შესაძლოა აღკვეთის სახე შეიცვალოს. 

რა ხდება გირაოს პირობების დარღვევის შემთხვევაში  

მსგავს შემთხვევაში პროკურატურა სასამართლოს სავარაუდოდ, უფრო მკაცრი ღონისძიების, ანუ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს, თუმცა ასეე შეუძლია, რეაგირება არ მოახდინოს. 

ბრალდების მხარის განმარტებით, არსებობს საფრთხე, გვარამიამ ზემოქმედება მოახდინოს მოწმეებზე. ეს არგუმენტი გაუგებარი დარჩა დაცვის მხარისთვის. კერძოდ, გირაოს პირობებში პირი საპატიმროს გარეთ, ანუ თავსიუფლებაში რჩება, შესაბამისად, ბრალდებულისა და ადვოკატისთვის გაუგებარია, როგორ უზრუნველყოფს გირაო მოწმეების სავარაუდო ზემოქმედებისგან დაცვას. 

ცნობისთვის: საკითხზე სასამართლოში მსჯელობა 10 აგვისტოს 20:00 საათიდან დაიწყო და დაახლოებით, 11 აგვისტოს 01:00 საათისთვის დასრულდა. 

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი2“ - ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 9 აგვისტოს წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, „გამოტანილია დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ, საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“.   

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp