17 მაისს საბურთალოს ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდება

საბურთალოს რაიონს წყლის მიწოდება დღოებით შეუწყდება. როგორც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ იუწყება, მიცკევიჩის ქ. N 25-ში გამრიცხველიანების პროექტის ფარგლებში, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს, რისთვისაც მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი. აქედან გამომდინარე, 17 მაისს, 15:00 სთ-დან 18:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება საბურთალოს რაიონში მიცკევიჩის ქ. N 25, 25ა-ში.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp