თბილისის ქუჩები, რომლებსაც 12 აგვისტოს ელექტრომომარაგება შეუწყდება

12 აგვისტოს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს. 

სამგორის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის და ნაკადულის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

14 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ლოტკინის ხევის, გედევანიშვილის, დობროლიუბოვის, კალიუჟინის, კამალოვის, კახიანის, კიკნაძის, გულრიფშის, ვასილ თამარაშვილის, ლევან ქართლელიშვილის, კობალაძის, ურიდიას, სართანიას, ცოტნე დადიანის, ქართველიშვილის, მესხიშვილის, სამღერეთის, ჟღენტის, ენისელის, ზედაუბნის, კაჭრეთის, კოდალოს, მაღაროს, ეკლესიის, ზაქარაიას, ინწკირველის, თიგიშვილის, ლევან ცქიტიშვილის და კონდოლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, დავით სარაჯიშვილის გამზირის, იპოლიტოვ-ივანოვის, ილორის, დავით სარაჯიშვილის, წყალსადენის, ჭედიას, შუშის, ლაზოს, მონასტრის, ტაძრის, კუპატაძის და ალესანდრე წერეთლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელას, შინდისის, წავკისის, კიკეთის და კოჯრის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, მიცკევიჩის, ცაგარელის, შმიდტის, ბურძგლას და პეტრე ქავთარაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტეხის აღმართის, იორის, მეტეხის, რუისის, ჩეხოვის და ჯორბენაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
დეპუტატი გოგა გულორდავა ტელეკომპანია "პირველს" მიმართავს