ინდოეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 147-მდე გაიზარდა

ინდოეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 147-მდე გაიზარდა.


სტიქია თავს ინდოეთის კარნატაკას, კერალას და მაჰარაშტრას შტატებს დაატყდა. გადაუღებელმა წვიმებმა და მეწყერმა ასობით ათასობით ადამიანი დააზარალა. 

სტიქიისგან დაზარალებულ შტატებში შეწყვეტილია სარკინიგზო მიმოსვლა. სპეციალურ ბანაკებში 165 ათასზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს. საცხოვრებელი სახლები 3-4 მეტრიან ტალახის მასაშია მოყოლილი. ინდოეთის ხელისუფლება შიშობს, რომ სამაშველო ოპერაციას ძლიერი წვიმა შეაფერხებს. კარნატაკას შტატში, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, უძველესი ქალაქი ჰამპი დაიტბორა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბარსელონაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები გრძელდება (LIVE)