პრინც ჰარის მეუღლე სახლს ყიდის

პრინც ჰარის მეუღლე მეგან მარკლი საცხოვრებელ სახლს ყიდის. ბრიტანული გამოცემა "The Observer"-ის ინფორმაციით, 38 წლის ჰერცოგის უძრავი ქონება ამერიკაში გასაყიდად უკვე გაიტანეს.


ლოს-ანჟელესის ძვირადღირებულ უბანში მდებარე საცხოვრებელი სახლის ფასი 1,8 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. შენობა 1924 წელს არის აშენებული. აქ პრინცი ჰარის მეუღლე პროდუსერ ტრევერ ენგელსონთან ურთიერთობის დროს ცხოვრობდა.


როგორც სამაკლერო პორტალი "Homes.com"  წერს, სახლი 210 კვადრატულ მეტრზე მდებარეობს, მას 4 საძინებელი ოთახი, სამი აბაზანა, ბუხარი, ფარეხი, ვერანდა და დიდი ბაღი აქვს.


ჰერცოგი მეგან მარკლი მეუღლე პრინც ჰარისა და ვაჟიშვილ არხისთან ერთად მაისის შემდეგ, უინძორში Frogmore Cottage -ში ცხოვრობს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რას ამბობს შსს პოლიციელის მიერ ბავშვის ძალის გამოყენებით გაყვანის ფაქტზე (VIDEO)