შავ ზღვაში რუსული გემი ჩაიძირა

შავ ზღვაში, რუსულ ხომალდს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც იგი ჩაიძირა. 

რუსული მედიის ინფორმაციით, ინციდენტი კრასნოდარის მხარეში, ჯუბგის რაიონში, სანაპიროდან დაახლოებით 1,5 კმ–ში მოხდა. 

ხანძრის დროს ბორტზე 6 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი უვნებლად გადაარჩინეს. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ–ჯერობით უცნობია. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp