ათენის გარეუბნებში ევაკუაცია გამოცხადდა

საბერძნეთის დედაქალაქ ათენის გარეუბნებში ევაკუაცია გამოცხადდა. მიზეზი ტყის ხანძრია. 

ღამის საათებში ცეცხლი საბერძნეთის დედაქალაქის აღმოსავლეთ გარეუბნებს მიუახლოვდა. წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. პოლიციამ მოსახლეობის ევაკუაცია ღამით დაიწყო.

ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ. ცეცხლის ჩაქრობას 150-მდე მეტი მეხანძრე რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა. ადგილზე 46 სახანძრო ეკიპაჟი იყო მობილიზებული. ოპერაციაში ჩართული იყო ავიაციაც. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp