რუსთავში პროტესტი განახლდა

რუსთავში მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლების პროტესტი დილიდან განახლდა, შესაბამისად, ქარხანაში ფოლადის არმატურის წარმოება დღესაც შეჩერებულია.

გაფიცული პერსონალის მოთხოვნა უცვლელია: ხელფასის 50-პროცენტიანი ზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება. ისინი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და საწარმოს მენეჯმენტს კონკრეტული გადაწყვეტილების დროულად მიღებისკენ მოუწოდებენ.

„ჩვენ არ დავიშლებით ორშაბათამდე, სანამ ფოლადსადნობსაც არ გასცემენ პასუხს. მოთხოვნა არის იგივე, 50%-ით ხელფასის მომატება, ოთხცვლიანი გრაფიკის დაგეგმვა. ზეგანაკვეთური  სამუშაოების გადახდა,“-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მეტალურგიული ქარხნის დირექცია. მათ გუშინ განაცხადეს, რომ ქარხანა წაგებაზე მუშაობს, თუმცა მოთხოვნებს განიხილავენ. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp