ჭიათურაში მოზარდი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა

ჭიათურაში 14 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი აბაზანაში შედიოდა, როდესაც დენმა დაარტყა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp