მედია – ლიბიაში დაღუპული მეზღვაურის სიკვდილის მიზეზი დახრჩობა აღმოჩნდა

ლიბიაში დაღუპული მეზღვაურის დავით რაზმაძის სიკვდილის მიზეზი დახრჩობა აღმოჩნდა, – იუწყება  ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

„სხეულის ხრწნის გამო სამწუხაროდ ვერ მოხერხდა სიკვდილის დროისა და იმის განსაზღვრა, გარდაცვალების დრო ემთხვევა თუ არა პოლიციაში შესულ შეტყობინებას. ამის გამო სიკვდილის მიზეზი განისაზღვრა დახრჩობით გამოწვეულად. დაზიანებები აქვს სახესა და შუბლზე, რომელიც მიღებულია მაგარი საგნით. ასევე აღენიშნება ჭრილობა წარბიდან ზემოთ, დაახლოებით, 4სმ-ში. ხოლო მაჯებზე დაზიანებები მიყენებულია ხელების ”თოკით” შეკვრისგან, სადაც ერთ მაჯაზე თოკი კარგად იყო მოჭერილი, მეორეზე - ცოტათი მოშვებული, რაც არ გამორიცხავს, რომ ქმედების განმახორციელებელმა, ყველაფერი განზრახ ჩაიდინა. სხეულის დეკომპოზიციის გამო ვერ მოხერხდა ვერც იმის დადასტურება, მოხდა თუ არა მსხვერპლის გაუპატიურება სიკვდილამდე“, - აღნიშნულია, "რუსთავი 2"–ის ცნობით, ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც ლიბიაში დაღუპული დავით რაზმაძის ცხედარს ჩაუტარდა.

ცნობისთვის: 23 წლის ქართველი მეზღვაური, დავით რაზმაძე ლიბიაში ნაოსნობისას გაუჩინარდა, 21 იანვარს კი, ქართველი მეზღვაური სანაპიროზე, გარდაცვლილი იპოვეს. მისი სიკვდილის ნამდვილი მიზეზი ლიბიაში ჩატარებულმა ექსპერტიზამ საეჭვოდ ვერ დაადგინა. ქართულ მხარეს კი ცხედარი მხოლოდ რამდენიმე თვიანი დაგვიანების გადასცეს, რის გამოც სიკვდილის მიზეზის დადგენა შეუძლებელი აღმოჩნდა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp