"სამთავრობო უწყების წარმომადგენლები გუგუტიანთკარში იყვნენ და მეც ვგეგმავ ჩასვლას"

საქართველოს პრემიერ–მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები სოფელ გეგუტიანთკარში 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. პრემიერის თქმით, ის 

თავადაც აპირებს ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში ჩასვლას.

„სამწუხაროდ, ოკუპანტი განაგრძობს ე.წ ბორდერიზაციის პროცესს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო საზოგადოება, ჩვენი პარტნიორი ქვეყნები და ინფორმირებული არის ყველა. მე ვგეგმავ ზოგადად საოკუპაციო ხაზთან სოფლებში ჩასვლას. მე ვიყავი რამდენიმე დღის წინ ჩასული და ბუნებრივია, აქაც ვგეგმავ. იქ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, რომელიც იყო ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნა. კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო, რომ ეს არის დეზინფორმაცია, რომ სამთავრობო უწყების წარმომადგენლები იქ ადგილზე არ იყვნენ. არათუ ჩასულები არ იყვნენ, ისინი 24 საათის განმავლობაში იყვნენ იქ და უწევდნენ ამ სიტუაციას მონიტორინგსა და ჰქონდა ინტენსიური კომუნიკაცია ყველას. საგარეო საქმეთა სამინისტროდან დაწყებული შერიგების სამინისტროს უწყების თანამშრომლებით დამთავრებული. ეს არის ობიექტური რეალობა და ძალიან გთხოვთ, როდესაც ასეთ ინფორმაციას ავრცელებთ, გადაამოწმოთ და ისე მიაწოდოთ საზოგადოებას ეს ინფორმაცია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 7 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს ოკუპანტებმა ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი განაახლეს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp