ვის სურს "რუსთავი 2"–ის შეძენა

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"–ის ახალმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ ტელეკომპანიას ყიდის. თუმცა ჯერ კიდევ ორიოდ კვირის წინ ირწმუნებოდა, რომ არხის გაყიდვას არ გეგმავდა. დეტალებზე ხალვაში დღეს "რუსთავი 2"–ში ბრიფინგზე ისაუბრებს, სადაც მას შემდეგ, რაც არხი გადაიფორმა [18 ივლისს], პირველად მივა.  

მანამდე კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, ვის სურს არხის სესყიდვა. კერძოდ, სახელდება ორი ბიზნესმენის გვარი: გია ჯოხთაბერიძე ვანო ჩხარტიშვილი, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად ამ  ეტაპზე დადასტურებული არაა.

შეგახსენებთ, რომ 18 ივლისის გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ "რუსთავი 2"–ის საქმეზე არც ერთი დარღვევა არ დააკმაყოფილა. იმავე დღეს ხალვაშმა ოფიციალურად დაირეგისტრირა "რუსთავი 2"–ის 100%–იანი წილი და დაკავებული თანამდებობიდან გაათავსიუფლა არხის გენდირექტორი ნიკა გვარამია.  

არხზე ამ დროისთვის პრეტენზიებს აცხადებენ "რუსთავი 2"–ის დამფუძნებლები ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი, რომელთაც პოკურატურას ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მიმართეს, თუმცა საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია და პრეტენდენტთა შორისაა პოლიტიკოსი ირაკლი ოქრუაშვილიც. როგორც ოქრუაშვილი ირწმუნება, თავსი დროზე ხალვაშმა კომპანია მისი რწმუნებით იყიდა. 

გარდა ამისა, არხის 30%–იან წილზე სასამართლო დავის დაწყებას გეგმავს "რუსთავი 2"–ის ერთ–ერთი დამფუძნებლის ეროსი კიწმარიშვილის სამართალმემკვიდრე – ია კიწმარიშვილი. მისი ადვოკატი სასამართლოს სარჩელით დღეს მიმართავს. რა 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ქედის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დააკავეს