ეროსი კიწმარიშვილის სამართალმემკვიდრე "რუსთავი 2"–ის პოტენციურ მყიდველებს მიმართავს

"რუსთავი 2"–ის ერთ–ერთი დამფუძნებლის ეროსი კიწმარიშვილის სამართალმემკვიდრე – ია კიწმარიშვილი არხის პოტენციურ მყიდველებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ "სადავო ქონების ყიდვისგან", რადგან თავად აპირებს, რომ ამ საქმეს მიჰყვეს ბოლომდე – საქართველოში თუ სტრასბურგში. მოგეხსენებათ, არხის ამჟამინდელმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა დაადასტურა, რომ "რუსთავი 2"–ის გაყიდვას გეგმავს, კიწმარიშვილები კი არხის 30%–იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით სასამართლო დავას იწყებს. 

როგორც ია კიწმარიშვილმა სასამართლოში განაცხადა, სადაც ის სარჩელს დღეს შეიტანს, მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს, მათ შორის შესაძლოა, გამოიყენოს წილებზე ყადაღის დადების მოთხოვნაც. 

"ყველასთვის ცნობილია, რომ მათი არხის დამფუძნებლებს მათი ნების წინააღმდეგ დაათმობინეს წილები.მე, როგორც ეროსის სამართალმემკვიდრეს ყველანაირი უფლება მაქვს, მოვითხოვო მისი კუთხვინი წილის – 30%–ის დაბრუნება. ეს დავა დაწყებულია ჯერ კიდევ 2009 წელს. მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში ედავებოდა ეროსი კიწმარიშვილი ქიბარ ხალვაშს კუთვნილი წლის დაბრუნებას და ხელშეკრულების ბათილად ცნობას, რადგან ამ ხელშეკრულების ბევრი პუნქტი იყო დარღვეული. სააკაშვილის სასამართლომ დაადგინა, რომ ქიბარ ხალვაშს და არც მის კუთვნილ კომპანია "პანორამას" არ აქვს გადახდილი ამ წილისთვის გათვალისწინებული თანხა. ამდენად, მე მაქვს უფლება, მოვითხოვო 30%–იანი წილი და განსაკუთრებით ახლა, როდესაც მასგავსი სარჩელით მიმართა ხალვაშმა სასამართლოს და მას დაუბრუნდა რისთავი 2–ის 100%. ახალ რეალობაში როდესაც მსგავსი პრეცედენტი შედგა, მოვითხოვ, დაუბრუნდეს ჩემს ოჯახს ის, რაც ეკუთვნის",– განაცხადა ია კიწმარიშვილმა. 

ცნობისთვის: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"–ის ახალმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ ტელეკომპანიას ყიდის. თუმცა ჯერ კიდევ ორიოდ კვირის წინ ირწმუნებოდა, რომ არხის გაყიდვას არ გეგმავდა. დეტალებზე ხალვაში დღეს "რუსთავი 2"–ში ბრიფინგზე ისაუბრებს, სადაც მას შემდეგ, რაც არხი გადაიფორმა [18 ივლისს], პირველად მივა.  

მანამდე კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, ვის სურს არხის სესყიდვა. კერძოდ, სახელდება ორი ბიზნესმენის გვარი: გია ჯოხთაბერიძე ვანო ჩხარტიშვილი, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად ამ  ეტაპზე დადასტურებული არაა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp