"რუსთავი 2"–ის დამფუძნებლები: "დღეს ნათელი გახდა, რომ "ქართული ოცნება" დაადგა "ნაციონალური მოძრაობის" გზას"

ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის დამფუძნებლები ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი მიიჩნევენ, რომ "ქართული ოცნება" ისევე არხის საქმეში "ნაციონალური მოძრაობის" გზას დაადგა. ამის შესახებ განცხადება დავით დვალმა გააკეთა და ისიც აღნიშნა, რომ ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს და მალე სამოქმედო გეგმასაც წარმოადგენს. 

"ვთვლი, რომ "ქართულმა ოცნებამ" ისევე უკანონოდ მიიტაცა ტელევიზია, როგორც ეს თავს დროზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" გააკეთა",– განაცხადა დვალმა "პირველის" ეთერში.  

მისივე თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არხის ამჟამინდელი მფლობელი ქიბარ ხალვაში ტელევიზიის გაყიდვას გეგმავს, მისთვის მოულოდნელი არ აღმოჩნდა: 

"მოულოდენელი არ იყო. ეს ინფორმაცია რამდენიმე დღე ცირკულირებდა. დღეს უკვე ნათელი გახდა, რომ "ქართული ოცნება" დაადგა იგივე გზას კვალის არევის მფლობელების ცვლილებით, რაც თავსი დროზე გააკეთა "ნაციონალურმა მოძრაობამ". დღეს ოფიციალურ განცხადებას გავავრცელებთ, სადაც სამართლებრივად შევაფასებთ ამ ყველაფერს. მინდა, მივმართო ე.წ. კონკურსდში მონაწილეებს, რომ არანაირად არ გამოვა, კეთილსინდისიერი მყიდველები გამოვიდნენ. ეს საქმე დავაშია. ია კიწმარიშვილი აპირებს დავას, მე და ჯარჯისაც გაცხადებული გვაქვს, რომ არ შევეგუებით, რომ რაღაც შუალედურ რგოლამდე ჩამოვიდა მფლობელების საქმე და ჩაითვალოს, თითქოს სამართლიანობა აღდგენილია და ვინც დაიჩაგრა, მათი ინტერესი დაკმაყოფილია". 

რაც შეეხება ხალვაშის მიერ ტელეკომპანიის გაყიდვისთვის დასახელებულ ერთ–კვირიან ვადას, დვალისთვის ეს მინიშნებაა, რომ ტელეკომპანიის მომავალი მფლობელი უკვე ცნობილია.

"ე.წ. კონკურსი ფორმალობაა და მეტი არაფერი. თუ თეორიულად დავუშვებთ, რომ ეს ასე არ არის, რა თქმა უნდა, გაკოტრების სქემაც არ უნდა გამოვრიცხო. თუმცა მე ისევ იმ აზრზე ვარ, რომ გაკოტრება არის ბოლო, რაზეც ალბათ ხელისუფლება წავა "რუსთავი 2"–თან დაკავშირებით: მათ არ უნდა აწყოპბდეთ "რუსთავი 2"–ის სცენიდან წასვლა, რადგან ამ შემთხვევაში დაანონსებულ ტელევიზიებს გაუჩნდებათ შანსი, მაყირებელი წაიყვანონ",– დასძინა დვალმა. 

ცნობისთვის: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"–ის ახალმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ ტელეკომპანიას ყიდის. თუმცა ჯერ კიდევ ორიოდ კვირის წინ ირწმუნებოდა, რომ არხის გაყიდვას არ გეგმავდა. დეტალებზე ხალვაში დღეს "რუსთავი 2"–ში ბრიფინგზე ისაუბრებს, სადაც მას შემდეგ, რაც არხი გადაიფორმა [18 ივლისს], პირველად მივა.  

მანამდე კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, ვის სურს არხის სესყიდვა. კერძოდ, სახელდება ორი ბიზნესმენის გვარი: გია ჯოხთაბერიძე ვანო ჩხარტიშვილი, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად ამ  ეტაპზე დადასტურებული არაა.


Facebook Twitter Email Viber WhatsApp