დიმიტრი საძაგლიშვილი: "რუსთავი 2"-ის ადგილზე საცხოვრებელ კორპუსებს ვნახავთ"

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ყოფილი ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ვარაუდობს, რომ სამაუწყებლო კომპანიის ადგილზე საცხოვრებელ კორპუსები აშენდება. 

"მიზანი ბუნებრივია იქნება ის, რომ სავარაუდოდ, ამ ტერიტორიაზე ვნახავთ საცხოვრებელ კორპუსებს და არა ტელევიზიას. წინა მფლობელებმა უკვე განაცხადეს, რომ აპირებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას და ალბათ, ამით ცდილობს ხელისუფლება, რომ მოსალოდნელი პასუხისმგებლობა თავიდან აირიდოს. იმ დროისთვის, როცა დასრულდება დიდ პალატაში გადაწყვეტილების მიღება, შესაძლოა კომპანია საერთოდ აღარ არსებობდეს", - განაცხადა საძაგლიშვილმა.

მისივე თქმით, ტელეკომპანიის ამჟამინდელი მფლობელის ქიბარ ხალვაშის მიერ დასახელებული ფინანსური დავალიანება "გაბერილია":

"საგადასახადო დავალიანება არის 27 მილიონი ლარი, ეს რეალობასთან ახლოს არის, მაგრამ დავალიანების რესტრუქტურიზაცია შესაძლებელია. ასეთი დავალიანება აქვს ტელეკომპანია "იმედსაც". ქვეყანაში რამდენჯერმე გამოცხადდა ამნისტია ტელეკომპანიებთან დაკავშირებით საგადასახადო დავალიანებებზე, ასე რომ ეს მიზეზი არ არის დამაჯერებელი. დანარჩენი ვალდებულებები კი გაბერილი რიცხვია. არის გარკვეული ვალდებულებები, რომელიც ბუღალტრულად კომპანიას აქვს, თუმცა სამართლებრივად მათი ძირითადი ნაწილი ხანდაზმულია და კომპანიას ისინი გადასახდელი არც აქვს".

ცნობისთვის: ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის წილის 100%–ის მფლობელი ქიბარ ხალავაში, რომელიც ჯერ კიდევ 2 კვირის წინ ირწმუნებოდა, რომ "რუსთავი 2"-ის გაყიდვას არ აპირებდა, დღეს აცხადებს, რომ გადაწვიტა, გაყიდოს ტელეკომპანია. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პუტინმა ომების დროს მოსახლეობის უფლებების შესახებ საერთაშორისო პროტოკოლიდან გასვლის ინიცირება მოახდინა