რატომ იყიდება "რუსთავი 2" – არხის გენდირექტორის კომენტარი

"რუსთავი 2"–ის გენდირექტორი პაატა სალია ირწმუნება, რომ ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში არხის გაყიდვის გადაწყვეტილებამდე მიიყვანა არხის უმძიმესმა ფინანსურმა მდგომარეობამ, რაც "ყოფილი გენდირექტორის მიზანმიმართული მოქმედებების შედეგად დადგა". 

"ჩვენ ჩვენი მოსაზრებები, მტკიცებულებები და დასკვნები გვაქვს. ძალიან ბევრი დეტალი მიუთითებს იმაზე, რომ აქდგილი შესაძლოა, ჰქონდეს მიზანიმართულ ქმედებებს კომპანიის საწინააღმდეგოდ",– აღნიშნა სალიამ, თუმცა თქვა ისიც, რომ საბოლოო დასკვნა აუდიტორული კომპანიის მიერ შესწავლის დასრულების შემდეგ გაკეთდება.

სალია ამბობს, რომ "კომპანიას უამრავი დავალიანება აქვს დაგროვილი".

მისივე თქმით, მიუხედავად ხალვაშის განცხადებისა, არხი ფუნქციონირებას განაგრძობს და ამზადებს ახალ ბადეს მომავალი სეზონისთვის, ხალვაში კი სახელფასო დავალიანების დაგროვების თავიდან ასაცილებლად, თანხის მობილიზებას განაგრძობს.  

"მიუხედავად იმისა, რომ დღეის მდგპმარეობით, კომპანიაში არსებობს იმგვარი მდგომარეობა, რომ უნდა იყოს გაკოტრების რეჟიმში, ჩვენ ამ ნაბიჯს შეგნებულად არ ვდგამთ. იმის გამო, რომ ეს ასე არ მოხდეს, ქიბარ ხალვაშის მიერ მიღებულ იქნა ეს გადაწყვეტილება",– განაცხადა სალიამ. 

ცნობისთვის: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"–ის ახალმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ ტელეკომპანიას ყიდის. თუმცა ჯერ კიდევ ორიოდ კვირის წინ ირწმუნებოდა, რომ არხის გაყიდვას არ გეგმავდა. დეტალებზე ხალვაში დღეს "რუსთავი 2"–ში ბრიფინგზე ისაუბრებს, სადაც მას შემდეგ, რაც არხი გადაიფორმა [18 ივლისს], პირველად მივა.  

მანამდე კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, ვის სურს არხის სესყიდვა. კერძოდ, სახელდება ორი ბიზნესმენის გვარი: გია ჯოხთაბერიძე ვანო ჩხარტიშვილი, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად ამ  ეტაპზე დადასტურებული არაა.

 ამავე თემაზე: "რუსთავი 2"–ის დამფუძნებლები: "დღეს ნათელი გახდა, რომ "ქართული ოცნება" დაადგა "ნაციონალური მოძრაობის" გზას"

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp