გვარამიას წინააღმდეგ შესაძლოა, ახალი სამართლებრივი დავა დაიწყოს

"რუსთავი 2ის ახალმა მფლობელმა დღეს ოფიციალურად დაადასტურა არხის გაყიდვის გეგმის შესახებ და ამისთვის ერთ–კვირიანი ვადა დააწესა, მიზეზად არხის მფლობელი და ახალი გენდირექტორი პაატა სალია არხზე არსებულ მძიმე ფინანსურ მდგომარეობას ასახელებს, რაშიც ის ყოფილ გენდირექტორს ნიკა გვარამიას ადანაშაულებს. მისი თქმით, საბოლოო დასკვნა აუდიტორული შემოწმების შემდეგ დაიდება, თუმცა მანამდე ის აცხადებს, რომ მძიმე ფინანსური შედეგები ყოფილი გენდირექტორის მიზანმიმართული მოქმედებების შედეგად დადგა.  

"ჩვენ ჩვენი მოსაზრებები, მტკიცებულებები და დასკვნები გვაქვს. ძალიან ბევრი დეტალი მიუთითებს იმაზე, რომ აქდგილი შესაძლოა, ჰქონდეს მიზანიმართულ ქმედებებს კომპანიის საწინააღმდეგოდ...ყოფილ გენდირექტორს კომპანია მიზანმიმართულად მიჰყავდა გაკოტრებამდე",– აცხადებს სალია.

მისივე თქმით, არხის ახალი მენეჯმენტი და მფლობელი აუცილებლად მიმართავს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს და გვარამიასგან ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს. 

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი2“ - ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ბრალი აქვს წარდგენილი და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვს შეფარდებული, რის გადახდასაც არ აპირებს. პროკურატურის ინფორმაციით, „გამოტანილია დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ, საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“.  

ცნობისთვის: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"–ის ახალმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ ტელეკომპანიას ყიდის. თუმცა ჯერ კიდევ ორიოდ კვირის წინ ირწმუნებოდა, რომ არხის გაყიდვას არ გეგმავდა. დეტალებზე ხალვაში დღეს "რუსთავი 2"–ში ბრიფინგზე ისაუბრებს, სადაც მას შემდეგ, რაც არხი გადაიფორმა [18 ივლისს], პირველად მივა.  

მანამდე კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, ვის სურს არხის სესყიდვა. კერძოდ, სახელდება ორი ბიზნესმენის გვარი: გია ჯოხთაბერიძე ვანო ჩხარტიშვილი, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად ამ  ეტაპზე დადასტურებული არაა.

 ამავე თემაზე: "რუსთავი 2"–ის დამფუძნებლები: "დღეს ნათელი გახდა, რომ "ქართული ოცნება" დაადგა "ნაციონალური მოძრაობის" გზას"

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რას ამბობს შსს პოლიციელის მიერ ბავშვის ძალის გამოყენებით გაყვანის ფაქტზე (VIDEO)