გვარამია სალიას პასუხობს

ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის ყოფილი გენდირექტორი ნიკა გვარამია ტელეარხის მოქმედ გენდირექტორ პაატა სალიას მიერ ახალი სამართლებრივი დავის დაანონსებას ეხმიანება და აცხადებს, რომ თავად სალიას მოუწევს ციხეში ჩაჯდომა. 

საქმე ეხება სალიას დღევანდელ განცხადებას, რომლის თანახმად, გვარამიას წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყება. 

"თავზე გადაიხიოს ეგ სარჩელი ჩემგან გადაეცით, იმ სასამართლოსთან ერთად და არავის მოჭამოს, ეს გადაეცით პაატა სალიას, რომელსაც ყველა კბილს დავაყრევინებ, ვიდრე ციხეში მოხვდება ისტორიული ღალატისთვის. სადმე არ შემხვდეს თორემ დავაყრევინებ ყველა კბილს. შენ პირადად, პაატა სალია, შენი სახელით და გვარით, დახურე ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და ამიტომ აგეხევა სახე, აუცილებლად, გპირდები, ჩემგანაც პირადად და ქართული საზოგადოებისგანაც, ვერაფერს ვერ გააკეთებ ამ ქვეყანაში, როგორც კი ქოცები წავლენ, ვერაფერს, პირობას გაძლევ, ქუჩაში ვერ გამოხვალ", - განაცხადა გვარამიამ.

იხილეთ ასევე: გვარამიას წინააღმდეგ შესაძლოა, ახალი სამართლებრივი დავა დაიწყოს


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ზალკალიანი - რასმუსენის წინადადებაზე: „ამაზე ვმუშაობთ“