ამერიკის რიგ შტატში რეიდების ჩატარება დაიწყეს

შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა გასულ კვირას მისისიპის შტატში უსაბუთო ემიგრანტების გამოსავლენად ჩატარებული რეიდები გაამართლა. თუმცა მან ასევე აღიარა, რომ დაკავებების „დრო უხერხულად შეირჩა“, ელ-პასოში მომხდარი მასობრივი მკვლელობიდან სულ რამდენიმე დღეში, სადაც მკვლელმა სამიზნედ ლათინო-ამერიკელები შეარჩია და 22 მათგანი მოკლა.

კევინ მაკელინანმა ტელეკომპანია „ენ ბი სი“-ს უთხრა, რომ ხუთ კომპანიაში ჩატარებული რეიდების დროს 680 მიგრანტი დააკავეს. მისივე ინფორმაციით, 200 მათგანს წარსულში დანაშაული ჰქონდა ჩადენილი და შესაბამისად, მათი მშობლიურ ქვეყნებში დეპორტაცია მოხდება.

მან თქვა, რომ მეტწილად ბავშვების მოვლის აუცილებლობის გათვალისწინებით, 32 ადამიანი დაკავებიდან ერთი საათის განმავლობაში, ხოლო დღის განმავლობაში კი 270 დაკავებული გაათავისუფლეს.

იმიგრაციის და საბაჟო კონტროლის სააგენტოს, რომელიც შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ნაწილია, აქვს წესი, რომ მიგრანტი მუშების დაპატიმრებამდე გამოიძიოს ის კომპანიები, რომლებიც უსაბუთო იმიგრანტების დაქირავებას ახდენენ.

მაკელინანმა თქვა, რომ ამ მუშახელის დაქირავებით, კომპანიებმა „რა თქმა უნდა“ დანაშაული ჩაიდინეს.

მისივე თქმით, „ამ საქმეს გაგრძელება მოჰყვება“.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp