ენძელა მაჭავარიანს "რუსთავი 2"–ის ირგვლივ მსჯელობებმა ანდაზა გაახსენა

მმართველი გუნდის დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი ფიქრობს, რომ ქიბარ ხალვაში სერიოზული ბიზნესმენია და საქმიდან საუკეთესო გამოსავალს მოძებნის. საუბარია "რუსთავი 2"–ის გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილებაზე, რისთვისაც ხალვაშმა ერთ–კვირიანი ვადა დააწესა. "აქცენტი" დაინტერესდა დეპუტატის შეფასებით, რაზე მიუთითებს ერთკვირიანი ვადის აღება: იმაზე რომ შერჩეულია მომავალი მფლობელი, თუ პროცესები არხის გაკოტრებისკენ მიდის? 

"თქვენი კითხვა თავისთავად მოიცავს საინტერესო დილემას, და იდეაში, შეიძლება ორივე ვარიანტი იყოს მსჯელობის საგანი. თუმცა, ამ დილემამაც და ამ თემაზე დღეს გამოთქმულმა სხვა აზრებმაც ქართული ანდაზა გამახსენა: „სხვისი ჩიტები სხვის კალოზე ლეკურს უვლიდნენო“. რადგან, როგორც ცნობილია, სტრანსბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად ტელეკომპანია  „რუსთავი 2“ კანონიერ მფლობელს ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდა და მხოლოდ მისი გადასაწყვეტია, გაასხვისებს თუ არა მას. ქიბარ ხალვაში, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არის სერიოზული ბიზნესმენი და შესაბამისად, მე ვფიქრობ, თქვენი შემოთავაზებული ორი ვარიანტის გარდა, სხვა გზებსაც მონახავს, რათა ამ საქმიდან  საუკეთესო გამოსავალი ნახოს",– განუცხადა "აქცენტს" დეპუტატმა. 

ცნობისთვის: ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის წილის 100%–ის მფლობელი ქიბარ ხალავაში, რომელიც ჯერ კიდევ 2 კვირის წინ ირწმუნებოდა, რომ "რუსთავი 2"-ის გაყიდვას არ აპირებდა, დღეს აცხადებს, რომ გადაწვიტა, გაყიდოს ტელეკომპანია. ამასთან, როგორც ხალვაში აცხადებს, მოლაპარაკებებს არ აწარმოებს ქვეყნის მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და მასთან დაკავშირებულ პირებთან, ხოლო არხს მიჰყიდის მას, ვინც მეტ თანხას გადაიხდის.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ზალკალიანი - რასმუსენის წინადადებაზე: „ამაზე ვმუშაობთ“