ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნების გადაწყვეტილების გამო კლიმკინმა ჰელსინკიში ჩასვლაზე უარი განაცხადა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა ევროპის საბჭოს მინისტრთა სხდომაში მონაწილეობა გააუქმა და ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირველად, უკრაინა მსგავს მინისტერიალზე წარმოდგენილი არ იქნება.

ამის შესახებ ევროპის საბჭოში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა დიმიტრი კულებამ განაცხადა.

„მინისტრმა უკვე გააუქმა ვიზიტი ჰელსინკიში, რაც ევროპის საბჭოს მინისტრთა გადაწყვეტილებას უკავშირდება, მხარი დაეჭირა პროექტისთვის, რომელიც რუსეთს საპარლამენტო ასამბლეაში დასაბრუნებლად გზას უხსნის“, – განმარტა მან.

ცნობისთვის: 17 მაისისთვის ჰელსინკიში დაგეგმილ სხდომაზე ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება, საბოლოოდ ყოველგვარი ცვლილებებისა და განხილვების გარეშე უნდა დამტკიცდეს.

შეგახსენებთ, რომ პავლო კლიმკინი ევროპელ ლიდერებს მინსკის ხელშეკრულებებიდან გასვლით დაემუქრა, თუკი ისინი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთზე ზეწოლას შეამცირებენ.


კლიმკინის ულტიმატუმმა ფრანგები აღაშფოთა, მათ მოუწოდეს უკრაინას, რუსეთის დაბრუნება საპარლამენტო ასამბლეაში არ დაუკავშირონ მინსკის ხელშეკრულებას. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp