კეზერაშვილი – ვოლსკის ინფორმაციაზე: "ტყუილს მოკლე ფეხები აქვს"

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი მის წინააღმდეგ ისრაელში სისხლის სამართლის საქმის წარმოების შესახებ სოციალურ ქსელში მოკლე კომენტარით ეხმიანება. 

"ტყუილს მოკლე ფეხები აქვს",– წერს კეზერაშვილი. 

"ევროპული საქართველოს" ერთ–ერთი ლიდერის ოთარ კახიძის ცნობით კი გამოძიება მიმდინარეობდა არა კეზერაშვილის, არამედ ერთ–ერთი გენერლის წინააღმდეგ:

„ისრაელში მიმდინარეობდა საქმე, ოღონდ არა კეზერაშვილის, არამედ ერთ-ერთი გენერლის წინააღმდეგ, მაგრამ ის საქმეც დაიხურა. ტელევიზიის შექმნასთან დაკავშირებით, რომ გააქტიურდა კეზერაშვილის ფიგურა, მან ოფიციალური განცხადება გააკეთა, ამას მოჰყვა მცდელობა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან, რომ საზოგადოებრივ აზრზე რაღაც ფორმით, რაღაც ზეგავლენა მოახდინო".

კეზერაშვილის წინააღმდეგ საქმის წარმოების შესახებ 12 აგვისტოს მმართველი გუნდის ერთ–ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ ისაუბრა. კერძოდ, მისი თქმით, ისრაელის საგამოძიებო უწყებები საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის საქმიანობით დაინტერესდნენ, რომელიც იარაღით ვაჭრობის თემას უკავშირდება.

„საქართველოშიც ბურუსით მოცულ ვითარებაში დატოვა კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტი. იქამდე რამდენადაც ვიცი, დეკლარირებული არ ჰქონდა ქონება, თუმცა ომის შემდეგ ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ კომპანიაში მილიარდობით ბრუნვა გამოვლინდა. გარდა ამისა, არის თემები, რომელიც ეხება პროკურატურის მიერ მიმდინარე გამოძიებას. ერთი არის საფინანსო გადაცდომების საკითხი და 7 ნოემბრის დარბევის საკითხი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp