ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება

ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება. გაფიცული მაღაროელები გადაწყვეტილების მოლოდინში "ჯორჯიან მანგანეზის" ოფისის წინ არიან შეკრებილი.

შეგახსენებთ, რომ მაღაროელებსა და კომპანიის ადმინისტრაციას შორის გუშინ გამართული რამდენიმესაათიანი მოლაპარაკება კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. მაღაროელები ხელფასების ზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თელავში ქმარმა ცოლი მოკლა