"ბევრ ბიზნესში, სახელმწიფო მენეჯმენტში და ა.შ ჩვენი პრობლემა არის არასწორი გუნდის ფორმირების პროცესი"

„ნამდვილი ლიდერი თავის გუნდში არჩევს თავისზე ძლიერ ადამიანებს“,- ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ “კავკასიის უნივერსიტეტის” სტუდენტებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„როგორ უნდა შეკრათ გუნდი, რომ მან თქვენთან ერთად მიაღწიოს  წარმატებას, ამის ყველაზე მთავარი ფორმულა არ არის ის, რომ მე მაქვს მაგარი იდეა და გამოყვევით ბიჭებო და გოგოებო, ეს იმუშავებს ორი კვირა, შეიძლება 6 თვე, მაგრამ თუ ეს იდეა არ არის იმ ადამიანების იდეაც, რომლებიც თქვენს გარშემო არიან, თუ ისინიც ესე არ არიან აღტკინებულები, არაფერი არ გამოვა. თქვენ მიიღებთ იდეას ცალკე და რაღაც მექანიკურ გუნდს, რომელიც ამას ასრულებს, შეიძლება ხელფასის გამო და ა.შ. თუ გინდათ, რომ ძლიერი გუნდი შეკრათ კარგად უნდა გააანალიზოთ და  გაუზიაროთ თქვენი იდეა მათ, რომ ეს იდეა გახდეს მათი იდეაც.  ჰარვარდში მოვისმინე და ძალიან მომეწონა, მინდა თქვენც გაგიზიაროთ, თუ რა არის იდეალური გუნდის ფორმულა. თქვენ იცით როგორ დაფრინავენ იხვები, ეს არის სტრუქტურულად ყველაზე კარგი გუნდი, იმიტომ რომ ისინი მიფრინავენ სამკუთხედში და ნებისმიერი იხვი ამ სისტემაში ასრულებს ლიდერის როლს, პირველი იხვი, რომელიც ჭრის ყველაზე ძლიერ წინაღობას, ასე ვთქვათ ქარს და წინ უდგას ამ გუნდს სათავეში, რაღაც პერიოდის შემდეგ დგება უკან, მას მეორე ჩაენაცვლება და ა.შ. რა არის იდეალური ამაში? ის კი არა, რომ ვიღაცა პირველი მიასწრებს, არამედ იდეა არის ის, რომ გუნდი ა წერტილიდან ბ წერტილამდე თანაბრად და მარცხის და დანაკარგის გარეშე მივიდეს, იდეა არის ეს. თუმცა ამ სტრუქტურის გარდა იხვების გუნდს არ გააჩნია ის ძირითადი  ძალა, რომელიც მაგალითად გააჩნიათ ხარების გუნდს. თუ გინახავთ აფრიკული ხარები, ეს არის საოცარი სანახოაბა, დიდი ძალა, მაგრამ მათ აქვთ ერთი პრობლემა, თუ თავდასხმის გამო მათი ლიდერი კვდება, მიმდინარეობს თვეების განმავლობაში ბრძოლა ლიდერობისთვის, იღვრება სისხლი და საბოლოო ჯამში ბევრი წვალების შემდეგ ირჩევენ ლიდერს, მაგრამ როგორც კი აირჩევენ ლიდერს ამ ძალას ვერაგფერი ვერ უდგება წინ, რადგან იციან, რომ არის მთავარი ხარი, რომელიც მათ გაუძღვება და მიხედავს, თუმცა მათ არ აქვთ წესრიგი, ისინი მაინც ქაოსურად მოქმედებენ და ძალაზე არიან დაყრდნობილი. დასკვნაა, იდეალური გუნდი არის „მფრინავი ხარების“ გუნდი, ანუ გუნდი, რომელსაც შეუძლია ასეთი ძალა გააერთიანოს, მაგრამ ჰქონდეს ისეთი დისციპლინა, როგორიც იხვებს. მე ეს კონცეფცია მომწონს, მე ეს იდეა მომწონს, იმიტომ რომ გუნდი არის მთავარი კომპონენტი, ჩვენი პრობლემაც სწორედ, ბევრ ბიზნესში, სახელმწიფო მენეჯმენტში და ა.შ არის არასწორი გუნდის ფორმირების პროცესი. კიდევ ერთი ფაქტი, რა თქმა უნდა ლიდერი სჭირდება ყველას, ნებისმიერ საქმეს, მაგრამ ნამდვილი ლიდერი თავის გუნდში არჩევს თავისაზე ძლიერ ადამიანებს, თუ ხარ ლიდერი შინაგანად, შენ უნდა ეძებო შენზე ძლიერი ადამიანი შენს გარშემო. ანუ შენ არ გეშინია სწავლის, შენ არ გეშინია, რომ შენს გვერდში მდგომი ადამიანი დაგჩაგრავს თავისი ცოდნით და ა.შ. შენ თუ ამ ნაბიჯს დგამ, რომ შენს გვერდით გინდა იმუშაოს ასეთმა ცნობილმა ადამიანმა და ის დაგეთანხმება, რომ შენს გუნდში შემოვიდეს, ე.ი. შენში უკვე რაღაც არის. ანუ შენ შეგიძლია მისი დარწმუნება, მაგრამ გაქვს ძალიან ცოტა დრო, მაგიდასთან რომ დაჯდები თუნდაც მის დონემდე კითხვა-პასუხი იცოდე.  ჩვენი პრობლემა სწორედ ის არის, რომ სუსტი გუნდი საბოლოო ჯამში იშლება და მიზეზი ამის არის ის, რომ ლიდერებს ხშირ შემთხვევაში ეშინიათ ძლიერი, ნიჭიერი ახალგაზრდენის შემოკრება თავის გარშემო“ – მიმართა ახალგაზრდებს მამუკა ხაზარაძემ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„კომპანიას წარდგენილი ჰყავს ორი ინვესტორი, დაველოდებით პასუხს ხელისუფლებისგან“