საქართველოში შვედეთის ელჩი: "TBC ძალიან მნიშვნელოვანი ბანკია ბევრი ინვესტორისთვის“

საქართველოში შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ულრიკ ტიდესტრომის განცხადებით, "დიპლომატები და ინვესტორები ყურადღებით აკვირდებიან "TBC ბანკის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს". 

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი მნიშვნელოვანია. ქვეყანაში ინფრასტუქტურის განვითარება, მათ შორის პორტების, სარკინიგზო გზებისა და მაგისტრალების მშენებლობა, რა თქმა უნდა, პოზიტიურია ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით. რაც შეეხება "თიბისი ბანკის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რამდენადაც საქმეზე გამოძიება არ დასრულებულა, თავს შევიკავებდი კომეტირებისგან. თუმცა რაც ამ დროისთვის შემიძლია განვაცხადო, არის ის, რომ ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე გამოძიებას. და ვფიქრობ, ინვესტორებიც ყურადრებით აკვირდებიან", – განუცხადა „აქცენტს“ტიდესტრომმა და დასძინა რომ  "თიბისი" ძალიან მნიშვნელოვანი ბანკია ბევრი ინვესტორისთვის“.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის ყველაზე დიდი საფინანსო ინსტიტუტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ბანკის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით იურიდიული უფლებები გაეყინათ. ამავდროულად, სებ-ი მომდევნო 2 თვის ვადაში მათ გადაყენებას ითხოვს. ბანკი ამ მოთხოვნას არ ეთანხმება და საკუთარი უფლებების სასამართლოს გზით დაცვას გეგმავს. 

ეროვნული ბანკის განცხადებაში ნათქვამია, რომ სებ-მა აღნიშნული გადაწყვეტილება 13 თებერვალს მიიღო. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ვის მოიაზრებს "ქართული ოცნების" ყოფილი კოალიციიდან პარტნიორებად ბოკერია