განათლების სამინისტროში საკადრო ცვლილებაა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს, ნათია ზედგინიძე გიორგი ვაშაკიძემ შეცვალა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის ახალი მოადგილის დანიშნვის ბრძანებას ხელი მამუკა ბახტაძემ ხელი მიმდინარე წლის 9 აგვისტოს მოაწერა.


2018 წლიდან გიორგი ვაშაკიძე სსიპ ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ხელმძღვანელობდა. სამინისტროს ინფორმაციით, ვაშაკიძეს აქვს ათწლიანი სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო კერძო/საჯარო ორგანიზაციებში, აკადემიური საქმიანობის მნიშვნელოვანი გამოცდილება სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მუშაობდა ექსპერტად გაეროს განვითარების პროგრამებში.

ვაშაკიძე სამინისტროში კურირებას გაუწევს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების საკითხებს, ასევე სსიპების ნაწილის საქმიანობას და შეითავსებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას. რაც შეეხება ნათია ზედგინიძეს, როგორც უწყებაში განმარტავენ, მან განათლების მინისტრის მოადგილის პოსტი, რომელსაც 2018 წლის ოქტომბრიდან იკავებდა, საკუთარი განცხადების საფუძველზე დაწერა. როგორც ზედგინიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, ის CELA-GEORGIA ქსელის დირექტორი გახდა. მისივე განცხადებით,

ცენტრალური ევრაზიის ლიდერთა ალიანსის ( CELA – Central Eurasian Leadership Alliance) წევრად 2016 წელს აირჩიეს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რას ამბობს შსს პოლიციელის მიერ ბავშვის ძალის გამოყენებით გაყვანის ფაქტზე (VIDEO)