ბოლტონი: „ტრამპს ყოველთვის სურდა, დიდი ბრიტანეთს ევროკავშირი დაეტოვებინა“

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში  ჯონ ბოლტონის განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ყოველთვის სურდა, დიდი ბრიტანეთს ევროკავშირი დაეტოვებინა.

„მე და პრეზიდენტ დონალდ ტრამპი ყოველთვის ამის მომხრები ვიყავით. დიდი ბრიტანეთს შეუძლია, აშშ–სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში  სექტორალურად ითანამშრომლოს მაშინვე, როგორც კი ევროკავშირს დატოვებს“, – განაცხადა ბოლტონმა ლონდონში გამართულ პრეს–კონფერენციაზე და იქვე დასძინა, რომ სანაცვლოდ აშშ დიდი ბრიტანეთს ცალკეულ საკითხებში მხარდაჭერას სთხოვს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აშშ ბრიტანეთს ირანის ბირთვული შეთანხმების დატოვებას სთხოვს.

ცნობისთვის: დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინiსტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს 31 ოქტომბერს დატოვებს. 

ComRes-ის საზოგადოებრივი აზრის უკანასკნელი გამოკითხვის შედეგების თანახმად, ბრიტანელთა 54% მხარს უჭერს მოსაზრებას, რომ ბორის ჯონსონმა ბრიტანეთი ევროკავშირიდან ნებისმიერი გზით უნდა გამოიყვანოს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp