"თუ ხელისუფლებიდან ივანიშვილის გუნდის ჩამოშორების სხვა გზა არ იქნა, განვიხილავთ თანამშრომლობას „ნაციონალურ მოძრაობასთანაც“

„ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერი გიგა ბოკერია პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ კოალიციური მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ "თუ ხელისუფლებიდან ივანიშვილის გუნდის ჩამოშორების სხვა გზა არ იქნა, „ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობასაც განიხილავს".

„ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობა გამორიცხულია ყველა შემთხვევაში. ამის შემდეგ მოდის ჩვენი ამოცანა, რომ სააკაშვილის გუნდის, „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე შევქმნათ მთავრობა. მაგრამ თუ ივანიშვილის გუნდის ხელისუფლებიდან ჩამოშორების სხვა გზა არ იქნა, ბუნებრივია, განვიხილავთ თანამშრომლობას ყველა პროდასავლურ ძალასთან, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასთანაც“. ოღონდ ჩვენს შორის იმხელა განსხვავებებია პოლიტიკურ ხედვებში, რომ ჩვენი ამოცანაა მათ გარეშე ხელისუფლებაში მოსვლა“,- განაცხადა ბოკერიამ. 

ცნობისთვის:  დღეს პრემიერმა ბახტაძმე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ არასდროს ითანამშრომლებს დამნაშავე ძალასთან. მოგვიანებით, პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ  მმართველ პარტიაში მიმდინარეობს კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდება საპარლამენტო გუნდის დაკომპლექტება 2020 წლის არჩევნებისთვის.

რაც შეეხება თანამშრომლობას პოლიტიკურ პარტიასთან, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ისინი არ განიხილავენ პარტნიორებად ენმ-ს და „ევროპულ საქართველოს“. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რას ამბობს შსს პოლიციელის მიერ ბავშვის ძალის გამოყენებით გაყვანის ფაქტზე (VIDEO)