FIDH - რუსეთის ხელისუფლებას საპროტესტო აქციების სასტიკი ჩახშობისა და მონაწილეთა დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაცია (FIDH) რუსეთის ხელისუფლებას საპროტესტო აქციების სასტიკი ჩახშობისა და მონაწილეთა დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, ასევე ურჩევს, დააკმაყოფილოს მომიტინგეთა სამართლიანი მოთხოვნა მოსკოვის საკრებულოს არჩევნებზე დამოუკიდებელი კანდიდატების დაშვების თაობაზე. 

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული, პოლიციამ და "როსგვარდიამ" „ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებების უუხეშესი დარღვევა დაუშვეს“.

„ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მოქალაქეებს უფლებების დაცვა მხოლოდ მისი ნებართვით შეუძლიათ და ნებისმიერი, ვინც სხვაგვარად თვლის, ოპონენტად და საფრთხედ აღიქმება. ხელისუფლებამ საპროტესტო აქციები საფრთხედ აღიქვა და მათ ათასობით მოქალაქის დაკავებებით, ცემით, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეებით უპასუხა. 2019 ზაფხულში აქციების ჩახშობამ სისასტიკით 2011–2012 წწ მოვლენებს გადააჭარბა. ამასთან, ხელისუფლებას დღემდე არ წარუდგენია იმის მტკიცებულებები, რომ მოსკოვის საპროტესტო აქციები „მასობრივ არეულობას“ წარმოადგენს“, – ნათქვამია განცხადებაში.  

იხილეთ ასევე: "მოსკოვში მორიგი მრავალათასიანი მიტინგის დაწყებამდე ოპოზიციის ოფისებს არბევენ, მიმდინარეობს დაკავებები"

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp